ქართული ოცნება ვეტოს დასაძლევად ემზადება. მმართველ პარტიას შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონპოექტზე სალომე ზურაბიშვილის მიერ დადებული ვეტოს დასაძლევად 76 ხმა სჭირდება. სახელისუფლებო პარტიის განცხადებით, ის ვინც ამ კანონპროექტის მიღებას ეწინააღმდეგება, ის რევოლუციური სცენარის ან ირიბი ან პირდაპირი მონაწილეა. დაგეგმილ ცვლილებებს მწვავედ აკრიტიკებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ოცნების მიზანი სამოქალაქო აქტივისტების და პოლიტიკური ოპონენტების კიდევ უფრო მეტად შევიწროებაა.