სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე გამთენიისას საჰაერო თავდასხმები განხორციელდა. მედიის ინფორმაციით, 5:25 წუთზე ისრაელმა განახორციელა საჰაერო აგრესია რაკეტების ერთდროულად გაშვებით რამდენიმე რეგიონიდან. თავდასხმების შედეგად დამასკოს აეროპორტის ერთი თანამშრომელი დაიღუპა და ერთი - დაშავდა. დაზიანდა და მწყობრიდან გამოვიდა ორივე აეროპორტის ასაფრენი ბილიკები და საჰაერო მიმოსვლამ დროებით ქალაქ ლატაკიაში გადაინაცვლა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ისრაელის თავდაცვის ძალებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.