ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, შტატები ახლო აღმოსავლეთში ტერმინალის მაღალი სიმაღლის არეალის დაცვის სისტემასა და „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემის დამატებით ბატალიონებს გაგზავნის . მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან საკითხის დეტალური განხილვის შემდეგ მიიღეს.ოსტინი აღნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთში დამატებითი ზომების მიღება ირანისა და მისი მარიონეტული ძალების მიერ გადადგმული ნაბიჯების შემდეგ გადაწყდა.არსებული ინმფორმაციით, შეერთებულ შტატებს რეგიონში განლაგებისთვის მზადყოფნაზე დამატებითი ჯარები გადაჰყავს.