ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,  ეროვნული სატყეო სააგენტოს  ინიციატივით,  სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლის ეზოში დარგვის აქცია გაიმართა - Palitra News

ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,  ეროვნული სატყეო სააგენტოს  ინიციატივით,  სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლის ეზოში დარგვის აქცია გაიმართა

2023-10-22 12:43:35+04:00

ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლის ეზოში დარგვის აქცია გაიმართა. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 20-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო. ეროვნული სატყეო სააგენტოს კამპანიას - „დარგე ხე“ სკოლის მოსწავლეებთან ერთად, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები - სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები, მსახიობები და სპორტსმენები შემოუერთდნენ. ნარგავების მოვლა-პატრონობაზე მოსწავლეები თავად იზრუნებენ. ღონისძიების მიზანი ტყის მოვლა-აღდგენასა და შენარჩუნებასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.