გერმანია უკრაინის აღდგენისთვის დამატებით 200 მილიონ ევროს გამოყოფს. აღნიშნულის შესახებ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, იოხენ ფლასბარტმა განაცხადა. მედიის ცნობით, ფლასბარტი კიევში უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრს ალექსანდრ კუბრაკოვს შეხვდა და უკრაინის აღდგენაზე ესაუბრა. მინისტრის ცნობით, შესაბამისი თანხა უკრაინის ჯანდაცვის, განათლების, სასმელი წყლით მომარაგების აღდგენისა და ურბანული რეკონსტრუქციისთვის გამოიყენება.