ვერსალის სასახლეში ბომბის აფეთქების საფრთხის გამო ევაკუაცია გამოცხადდა. ვერსალის სასახლეში ვიზიტორების ევაკუაცია მიმდინარე კვირაში უკვე მეექვსედ გამოცხადდა. სასახლის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ როგორც კი შემოწმების პროცესი დასრულდება და არსებული საფრთხეები განეიტრალდება, სასახლე ტურისტების მიღებას კვლავ ჩვეულ რიტმში გააგრძელებს.