ეგვიპტეში სამშვიდობო სამიტი გაიმართა. მას მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი დაესწრო. კაიროს სამშვიდობო სამიტის მთავარი თემა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის არსებული დაპირისპირება იყო. სამიტს ეგვიპტის პრეზიდენტი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაეროს გენერალური მდივანი და რამდენიმე არაბული სახელმწიფოს ლიდერი დაესწრნენ. სამიტზე არაბული ქვეყნების ლიდერებმა ისრაელის ქმედებები დაგმეს და ამ ქვეყნის ხლეისუფლებას საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდეს. პალესტინის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ პალესტინელები სამშობლოს დატოვებას არ აპირებენ.