ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალები ომის შემდეგი ეტაპისთვის ემზადება. ამავდროულად, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზასთან საზღვარზე ათიათასობით ჯარისკაცი განალაგა და როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, სახმელეთო შეტევა მალე დაიწყება. ბოლო მონაცემებით 2-კვირიან სამხედრო დაპირისპირებას ისრაელში სულ მცირე 1 400, ღაზას სექტორში კი 4 300 ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელის ოფიციალური წყაროების ცნობით, „ჰამასს“ 210 ადამიანი ჰყავს დატყვევევბული, რომელთა შორის უმეტესობა ისრაელის მოქალაქეა. აღსანიშნავია, რომ კონფიქტის დაწყების შემდეგ პირველად, დღეს, დილის 10:00-ზე ეგვიპტესა და ღაზას სექტორს შორის არსებული რაფაჰის სასაზღვრო პუნქტი გაიხსნა და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მანქანები შევიდა. საზღვრის დროებით გახსნას გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი გამოეხმაურა და მოლაპარკებებში ჩართულ მხარეებს მადლობა გადაუხადა.