სასამართლომ გიჩო მარგველაშვილი და მისი მეგობარი, კობა პაიჭაძე პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს გამოყენების შესახებ არ დააკმაყოფილა. სასამართლო პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლეს ბრალდებულებმა. გიჩო მარგველაშვილის თქმით, ავტომობილიდან ამოღებული იარაღი მას არ ეკუთვნის და არც მის შესახებ ჰქონია რაიმე ინფორმაცია. გიჩოს მარგველაშვილის სახელი და გვარი გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევას უკავშირდება, როდესაც მისი მიმართულებით საბა გახოკიძემ ისროლა, თუმცა გიჩოს პირადმა მცველმა მას დაასწრო და გახოკიძე მოკლა.