დაადებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მორიგ ვეტოს მაუწყებლის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს - აღნიშნული საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მმართველმა პარტიამ ეს კანონი დაჩქარებული წესით მიიღო. ოპოზოციის წარმომადგენლები კი “ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ ცვლილებებს პირდაპირ ცენზურას უწოდებენ და აცხადებენ, რომ მმართველი პარტია წინასაარჩევნოდ მედიის შეზღუდვას აპირებს. თავისმხრივ, მთავრობის წარმომადგენლები კი განმარტავენ, რომ ეს ცვლილებები სწორედ ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს.