საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა შორის ერთ-ერთი ლიდერია. ამავდროულად, სამთავრობო გუნდს ევროკომისიის საბოლოო შეფასების მოლოდინში დადებითი პროგნოზი აქვს. ოპოზიცია კი 12-ი რეკომენდაციის მიმართულებით გატარებულ რეფორმებს კვლავ მწვავედ აკრიტიკებს.