ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა პიროტექნიკის გამოყენების საკანონმდებლო რეგულირებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა ჩაატარეს. დეპუტატებმა იმის შესახებ იმსჯელეს, თუ რომელ მოდელს უნდა მიენიჭოს უპირატესობა პიროტექნიკასთან დაკავშირებით და რა ალტერნატივები შეიძლება არსებობდეს. ასევე აღინიშნა, რომ პიროტექნიკის იმპორტის სრულად აკრძალვას, შესაძლოა, უარყოფითი ეფექტი ჰქონდეს. შეხვედრაში, პარლამენტის წევრებთან მიხეილ სარჯველაძესთან, მაია ბითაძესთან, არმაზ ახვლედიანთან და ანა ნაცვლიშვილთან ერთად, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.