დაადებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს მაუწყებლის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს - აღნიშნულ საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური რაც მმართველმა გუნდმა დაჩქარებული წესით მიიღო მაუწყებლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები. საპარლამენტო ოპოზოციის წარმომადგენლები პირდაპირ ცენზურას უწოდებენ მმართველი გუნდის მიერ მიღებულ ცვლილებებს და აცხადებენ რომ ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ მედიის შეზღუდვას ცდილობს. თავისმხრივ ხელისუფბლების წარმომადგენლები კი განმარტავენ რომ აღნიშნული ცვლილებები სწორედ ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს.