გერმანია უკრაინის აღდგენისთვის დამატებით 200 მილიონ ევროს გამოყოფს.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო DPA, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს სახელმწიფო მდივან იოხენ ფლასბარტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ფლასბარტი კიევში უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრ ალექსანდრე კუბრაკოვს შეხვდა და უკრაინის აღდგენასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ისაუბრა.
იოხენ ფლასბარტის ცნობით, თანხა გამოყენებული იქნება უკრაინის ჯანდაცვის, განათლების, სასმელი წყლით მომარაგების აღდგენისა და ურბანული რეკონსტრუქციისთვის.
ფლასბარტიმ ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია ძირითადი ეკონომიკური სექტორების შენარჩუნება, როგორიც სოფლის მეურნეობაა, რათა მოსახლეობა საკმარისი სამუშაო ადგილებით იყოს უზრუნველყოფილი.