განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ახლად რეაბილიტირებული სამტრედიის მე-12 საჯარო სკოლა გახსნა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე აღნიშნული სკოლა, რომელიც 1894 წელს დაარსდა, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით რეაბილიტირდა. აღნიშნული პროექტის ღირებულებამ 4 312 770 ათას ლარზე მეტი შეადგინა. ამჟამად, სამტრედიის მე-12 სკოლაში 360-ი მოსწავლე ირიცხება და 34 პედაგოგი მუშაობს.