გერმანიის კანცლერი - მართებული და მნიშვნელოვანია, რომ ღაზას მოსახლეობას პირველი ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდება - ჩვენ მათ მარტო არ დავტოვებთ - Palitra News

გერმანიის კანცლერი - მართებული და მნიშვნელოვანია, რომ ღაზას მოსახლეობას პირველი ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდება - ჩვენ მათ მარტო არ დავტოვებთ

2023-10-21 14:13:53+04:00

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ღაზას სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაწყებას მიესალმება.

„მართებული და მნიშვნელოვანია, რომ პირველი ჰუმანიტარული დახმარება ახლა ღაზას მოსახლეობას მიეწოდება. მათ წყალი, საკვები და მედიკამენტები სჭირდებათ - ჩვენ მათ მარტო არ დავტოვებთ. გერმანიის ფედერალური მთავრობა ამ კონფლიქტით გამოწვეული ტანჯვის შესამსუბუქებლად ყველაფერს აკეთებს“, - წერს შოლცი „ტვიტერის“ გვერდზე.

ცნობისთვის, დღეს რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გავლით ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატვირთო მანქანები ღაზაში შევიდა.