მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს პოლიტიკოსების შემდეგ მესამე სექტორის წარმომადგენლებიც აკრიტიკებენ. მათი განცხადებით, ქვეყანაში კომუნიკაციის კომისიის დამოუკიდებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და აღნიშნულ ცვლილებებს კრიტიკული მედიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აღიქვამენ. მათი შეფასებით, ქვეყნები სადაც ამგვარი კანონი არსებობს მისი მიზანი უმცირესობების უფლებების დაცვაა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 19 ოქტომბერს დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით მაუწყებლობის შესახებ კანონში სადავო ცვლილებები მიიღო, რომლითაც კიდევ უფრო ფართოვდება კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილება