სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სუკ იოლი საუდის არაბეთსა და კატარს ეწვევა.
ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საუდის არაბეთსა და კატარში სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ვიზიტის მიზანს ბიზნეს სფეროში თანამშრომლობის განხილვა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილი კრიზისის ფონზე უსაფრთხოების განხილვა წარმოადგენს.
იუნი, საუდის არაბეთში მოლაპარაკებებს პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან გამართავს, ხოლო 24-25 ოქტომბერს კატარში ბიზნეს ფორუმს დაესწრება.
ცნობისთვის, ერთი წლის წინ, პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა სამხრეთ კორეასთან 30 მილიარდი დოლარის ღირებულების საინვესტიციო შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომელიც თანამშრომლობას ენერგეტიკის, თავდაცვისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში ითვალისწინებს.