ისრაელის პრემიერის ოფისი - მიზანი "ჰამასის" განადგურებაა, ჭორები ღაზას სექტორის პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციისადმი გადაცემის შესახებ - ტყუილია - Palitra News

ისრაელის პრემიერის ოფისი - მიზანი "ჰამასის" განადგურებაა, ჭორები ღაზას სექტორის პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციისადმი გადაცემის შესახებ - ტყუილია

2023-10-21 09:47:24+04:00

მიზანი "ჰამასის" განადგურებაა, ჭორები ღაზას სექტორის პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციისადმი გადაცემის შესახებ - ტყუილია, - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.

განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ისრაელის რამდენიმე მედიასაშუალებამ ცნობები გაავრცელა, თითქოს ისრაელი "ჰამასის" ჩამოგდების შემდეგ ღაზას სექტორის პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციისადმი გადაცემის იდეას განიხილავს.

“პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ ამოცანა განსაზღვრა: "ჰამასის" განადგურება. ყველა საუბარი ღაზას სექტორის პალესტინის ადმინისტრაციისადმი ან ნებისმიერ სხვა მხარისადმი გადაცემის გადაწყვეტილების შესახებ არის ტყუილი”, - ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.