„როიტერის“ ინფორმაციით ერაყში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით თავს დაესხნენ. „როიტერსის“ ცნობით, თავდასხმა დასავლეთ ერაყში არსებულ ავიაბაზაზე მოხდა, სადაც ამერიკული და სხვა საერთაშორისო ძალების კონტინგენტი იმყოფება. გავრცელებული ცნობით, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. ერაყის სამხედროების განცხადებით, ბაზის მიმდებარე ტერიტორია დაკეტეს და სამძებრო ოპერაცია დაიწყეს. ჯერჯერობით უცნობია, მოჰყვა თუ არა თავდასხმას მსხვერპლი ან ნგრევა. პარალელურად, ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად, რაკეტებით აშშ-ის კიდევ ერთი სამხედრო ბაზა დაიბომბა. არსებული ცნობით, ტერიტორიაზე ორი რაკეტა ისროლეს, ერთი მათგანი ჩამოაგდეს, მეორე კი, ცარიელ საწყობს მოხვდა და შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.