უკრაინის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენის სატელევიზიო მიმართვას გამოეხმაურა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მანვე აღნიშნა, რომ აშშ და უკრაინა ტერორისტებს თავისუფლებისა და დემოკრატიის განადგურების უფლებას არ მისცემენ. ზელენსკის თქმით, ამერიკის ინვესტიცია უკრაინის თავდაცვაში მთელი ევროპისა და მსოფლიოსათვის გრძელვადიან უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ბაიდენის მიმართვას რუსული მხარეც გამოეხმაურა, დიმიტრი პესკოვის თქმით, კრემლი რუსეთისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართ ასეთ ტონს არ იღებს.