ისრაელ-ჰამასის ომის მე-14 დღე. ისრაელში კვლავ დაძაბული ვითარებაა, დიდ ქალაქებში გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმის. ჰამასმა ქვეყნის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვა, რკინის გუმბათმა მათი უმეტესობის განეიტრალება შეძლო. პარალელურად მძიმე ვითარებაა ღაზაშიც. ისრაელი ღაზას ბლოკადას და ქალაქზე სარაკეტო იერიშებს აგრძელებს. ღაზის სექტორში მსხვერპლის რაოდენობამ 4 000-ს გადააჭარბა, მათ შორის, 1 661 ბავშვია. გავრცელებული ცნობით, ღაზაში ძირითადი საავადმყოფოები და 21 სამედიცინო ცენტრი აღარ ფუნქციონირებს. პარალელურად, ეგვიპტე რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გავლით ღაზასთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის ემზადება. რა ხდება ისრაელში, რას ამბობენ ქვეყანაში მცხოვრებლები და როგორ აფასებენ პროცესებს ექსპერტები, თემის დეტალებით პალიტრანიუსის მთავარ გამოშვებაში ნატალია თვაური შემოგვიერთდება.