ძველი ომბუდსმენის ანგარიში შეუცვლელად, ახალმა სახალხო დამცველმა პარლამენტს უკვე წარუდგინა. ანგარიშში ყურადღება ადამიანის უფლებების დაცვასა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს შეეხებოდა. ლევან იოსელიანს კითხვები დაუსვეს როგორც მმართველი პარტიის ისე ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ძირითადი ყურადღება კი რიგ საკითხებთან მიმართებით მისი პოზიციები იყო. ოპოზიციამ მას მეტი აქტიურიბისა და ქართული ოცნების მისამართით მეტი კრიტიკისაკენაც მოუწოდა.