პარლამენტში ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს მოუსმინეს. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს დარჩიაშვილთან კითხვები ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე გაფორმებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით ჰქონდათ. მმართველი პარტიის ოპონენტებისთვის გაუგებარია, თუ როგორ შეუძლია ხელისუფლებას ისეთ სახელმწიფოსთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბარი, რომელიც დემოკრატიისგან შორსაა. კიდევ რა კითხვები ჰქონდა ოპოზიციას საგარეო საქმეთა მინისტრთან - ჩვენი ჟურნალისტი, ხატია სამხარაძე გვეტყვის.