პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განმარტა თუ რატომ არ მოაწერა ხელი “ქართული ოცნების“ მხარდაჭერით მიღებულ “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რის გამოც კანონპროექტი პრეზიდენტმა მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა. სალომე ზურაბიშვილის პოზიციით, შესატანი ცვლილებები იმდენად ბუნდოვანია რომ ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა, ამასთან მისივე შეფასებით, კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების რეალიზაცია საფრთხის ქვეშ დადგებოდა.