გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტიონ გუტერეშის განცხადებით, სატვირთო მანქანები, რომლითაც ღაზას დახმარება უნდა მიაწოდონ, ტერიტორიაზე რაც შეიძლება მალე უნდა შევიდეს.
„ამდენი სატვირთო მანქანა დატვირთულია წყლით, საწვავით, მედიკამენტებით, საკვებით. საჭიროა, ეს სატვირთო მანქანები რაც შეიძლება მალე გადავიდეს. ეს სატვირთო მანქანები სამაშველო თოკია. ეს არის განმასხვავებელი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ამდენი ადამიანისათვის“, - განაცხადა გუტერეშმა ეგვიპტეში, რაფაჰის სასაზღვრო პუნქტთან საუბრისას.