ჯო ბაიდენი ურსულა ფონ დერ ლაიენსა და შარლ მიშელს შეხვდება - Palitra News

ჯო ბაიდენი ურსულა ფონ დერ ლაიენსა და შარლ მიშელს შეხვდება

2023-10-20 15:46:01+04:00

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დღეს ვაშინგტონში ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს უმასპინძლებს. ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირი-აშშ-ის 27-ე სამიტი ტრანს ატლანტიკური პარტნიორობისა და მის ფარგლებში თანამშრომლობის სფეროების განხილვის შესაძლებლობას იძლევა. Bloomberg-ის ცნობით, სამიტის მთავარი თემა, ისრაელ-„ჰამასის“ ომი იქნება, თუმცა მოკავშირეები ასევე უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვასა და ჩინეთთან ურთიერთობასთან დაკავშირებით სტრატეგიების გაერთიანებას გეგმავენ.