გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი დღეს ეგვიპტეში ჩავა, რათა კოლეგებთან ერთად ისრაელსა და ღაზაში არსებული ვითარება განიხილოს. BBC-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე პრემიერი რეგიონული ესკალაციისა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან აცილების აუცილებლობას გაუსვამს ხაზს. შეგახსენებთ, რიში სუნაკი გუშინ თელ-ავივში ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგსა და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. სუნაკმა ისრაელის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. ისრაელში ვიზიტის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პრემიერი, საუდის არაბეთში გაემგზავრა, სადაც პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდა და საუდის არაბეთს ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის აღდგენის ხელშეწყობისკენ მოუწოდა.