საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონმა ორფოლოს პოლიგონზე გეგმიური ტაქტიკური ჯგუფის საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დასრულდა. ორკვირიან სწავლებაში მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. ოთხი კვირის განმავლობაში ქვედანაყოფი მოემზადა საინჟინრო კუთხით, საარტილერიო ცეცხლის მანევრთან ინტეგრირებით ოპერაციების დაგეგმვასა და აღსრულებაში, ასევე მცირე ჯგუფებად ოპერაციების შესრულებასა და მართვა-კონტროლის ზომების დახვეწასა და გაუმჯობესებაში.