საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს 2023 წლის კორექტირებულ ბიუჯეტზე ხელი ამ დრომდე არ მოუწერია. პრეზიდენტს ვადა ორშაბათამდე აქვს. მმართველი გუნდის შეფასებით, ზურაბიშვილი შეგნებულად აჭიანურებს პროცესს, დაგვიანებული ხელმოწერა კი ბევრი სოციალური პროექტის განხორციელებას აფერხებს, მათ შორის ბიუჯეტით გათვალისწინებულია სტიქიით დაზარალებული მოქალაქეებისთვის დახმარების გამოყოფა და მოქალაქეებისთვის გაზრდილი დახმარებების დაფინანსება.