სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, მიმდინარე წელს, 62 აფთიაქში, უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 258-ი ფაქტი გამოავლინა. ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ფარმაცევტული დაწესებულებები უნებართვოდ და ურეცეპტოდ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ყიდდნენ. რეგულირების სააგენტომ, ავტორიზებული აფთიაქებიდან, 11 მილიონზე მეტი ერთეული ფსიქოტროპული მედიკამენტის, ურეცეპტოდ რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა. აღნიშნული დარღვევა 6000-დან 16 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. ასევე, კანონდარღვევის შესახებ ინფორმაცია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გაეგზავნა.