მე-12 საუკუნის ტაძრის დაბომბვაში, "ჰამასი" ბრალს ისრაელს სდებს - Palitra News

მე-12 საუკუნის ტაძრის დაბომბვაში, "ჰამასი" ბრალს ისრაელს სდებს

2023-10-20 11:03:31+04:00

ღაზის სექტორში, წმიდა პორფირეს სახელობის ბერძნული, მართლმადიდებლური ტაძრის კამპუსზე, რომელსაც ათობით პალესტინელი ოჯახი აფარებდა თავს, საჰაერო თავდასხმა განხორციელდა. Al Jazeera-ს ინფორმაციით, დაღუპულია, სულ მცირე, 8 ადამიანი.

არსებული ინფორმაციით შენობას თავს დაახლოებით 500 ადამიანი აფარებდა. ნანგრევებში ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ.