აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, პარასკევს კონგრესს გადაუდებელ საბიუჯეტო მოთხოვნას გაუგზავნის, რათა მნიშვნელოვანი პარტნიორების, ისრაელისა და უკრაინის მხარდასაჭერად უსაფრთხოების საჭიროებები დააფინანსოს. ბაიდენი, ჰამასისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქმედებებს კიდევ ერთხელ გმობს. მისი თქმით, ისრაელზე თავდასხმებს და უკრაინაში შეჭრას საერთო მოტივი აქვს. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ახალი დახმარების პაკეტი, ისრაელის უსაფრთხოების მიმართ უპრეცედენტო ვალდებულებაა, რომელიც ომში მყოფი ქვეყნის სამხედრო უპირატესობას კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს.