კომუნიკაციების კომისიამ ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებთან 5G ტექნოლოგიის შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა - Palitra News

კომუნიკაციების კომისიამ ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებთან 5G ტექნოლოგიის შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა

2023-10-20 09:19:04+04:00

კომუნიკაციების კომისიამ, ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლების მიზნით, ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებთან 5G ტექნოლოგიის შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა. ლექციის ფარგლებში, მონაწილეებმა 5G ტექნოლოგიის უპირატესობებისა და დანერგილი ტექნოლოგიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ამასთან ერთად, ისინი ამ მიმართულებით მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს, საქართველოს პერსპექტივებსა და კომუნიკაციების კომისიის მიერ, ქვეყანაში 5G ინტერნეტის დანერგვის მიზნით განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნენ.