გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი 2-დღიანი ვიზიტით ახლო აღმოსავლეთში იმყოფება. ისრაელის შემეგ ის საუდის არაბეთში გაემგზავრა, სადაც პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდება. იქამდე კი სუნაკი თელ-ავივში ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგსა და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ მედიასთან კომენტარები გააკეთეს. ბენიამინ ნეთანიაჰუმ რიში სუნაკს ისრაელში ჩასვლისთვის მადლობა გადაუხადა და განუცხადა, რომ აფასებს მის მხარდაჭერას და მათ ერთად უნდა გაიმარჯვონ. რიში სუნაკმა კი აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს ისრაელის უფლებას, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, საკუთარი თავი დაიცვას.