ოკუპირებული სოხუმის აეროპორტიდან ტექნიკური ფრენების დაწყება 2024 წლის ივლისიდანაა მოსალოდნელი, აეროპორტის ამოქმედება კი 2024 წლის დეკემბერშია დაგეგმილი. ამის შესახებ აფხაზეთის ე. წ.მა პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, აეროპორტის რეკონსტრუქციისთვის ხარჯები ინვესტორმა გამოყო. როგორც ცნობილია აეროპორტს ერთ-ერთი რუსული სამრეწველო ჯგუფი აღადგენს. რუსული მედიის ცნობით, აეროპორტის აღდგენის ინიციატივა რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეკუთვნის.