ჭორვილაში ჩასულ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და მხარდამჭერებს კვერცხები ესროლეს. ოპოზიციის ლიდერები და პარტიის მხარდამჭერები ჭორვილაში აქციის გასამართად ჩავიდნენ. როგორც ისინი აღნიშნავდნენ, საქართველოში არაფორმალური მმართველობაა და ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლაა საჭირო. მათივე თქმით, ქართველი ხალხის სახელით, ბიძინა ივანიშვილს შეახსენეს, რომ ის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. ჭორვილაში, ჩასულ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს ადგილობრივები დახვდნენ. ისინი ისროდნენ კვერცხებს, ოპოზიციის წევრებს ფიზიკურ შეურაცყოფას აყენებდნენ, ადგილზე იყო ფიზიკური დაპირისპირების მცდელობაც.