რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველო არ აპირებს უარი თქვას რევანშისტურ იდეებზე დაიბრუნოს თავის შემადგებლობაში „სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიები". მისი თქმით, უკრაინასა და ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, „ერთის მხრივ რუსეთს და მეორე მხრივ დასავლეთის ალიანსის ქვეყნებს შორის მზარდი სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე საქართველოს ტერიტორიაზე ანტიოსური და ანტირუსული ძალების მოქმედებების გააქტიურება შეინიშნება.