საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხთა ფართო სპექტრი და შესაბამისი მიმართულებების შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრის ფარლგებში ყურადღება გამახვილდა რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.