საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადა 19 წლისაა. აღნიშნულ ბრიგადას დაარსების დღე თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ მიულოცა. სტუმრებმა და ბრიგადის ხელმძღვანელმა პირებმა ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ასევე სპორტული შეჯიბრიც გაიმართა, რომელში გამარჯვებულ ქვედანაყოფსაც ბრიგადის გარდამავალი თასი, მედლები და სერტიფიკატები გადაეცა.