სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის მხარდაჭერით, თელავის მუნიციპალიტეტში ახალი საწარმო ამოქმედდა - Palitra News

სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის მხარდაჭერით, თელავის მუნიციპალიტეტში ახალი საწარმო ამოქმედდა

2023-10-19 12:22:10+04:00

სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის მხარდაჭერით, თელავის მუნიციპალიტეტში ახალი საწარმო ამოქმედდა. კომპანია „ჯივიენი" თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კაკლის გადამამუშავებელი საწარმოა, რომელშიც ერთდროულად 300 ტონა კაკლის შენახვა და გადამუშავება არის შესაძლებელი. საწარმოში, ჯამურად, დაახლოებით 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის USAID-ის გრანტი 75,000 ამერიკული დოლარის ოდენობით. საწარმოში 10 ადგილობრივია დასაქმებული.