„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ავტოკოლონებით რესპუბლიკის მოედნიდან ჭორვილაში მიემართებიან - Palitra News

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ავტოკოლონებით რესპუბლიკის მოედნიდან ჭორვილაში მიემართებიან

2023-10-19 12:20:50+04:00

თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერები და რიგითი მოქალაქეები ავტოკოლონებით მსვლელობით ჭორვილაში გაემართნენ. როგორც ისინი აღნიშნავენ, დღეს საქართველოში არაფორმალური მმართველობაა და ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა არის საჭირო. მათივე თქმით, ქართველი ხალხის სახელით, ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს შეახსენებენ, რომ ის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.