ხატია დეკანოიძე - კობახიძე რატომ საუბრობს პროკურატურაზე?! არ დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური მართლმსაჯულება - თუ ჩვენ მეორე პრეზიდენტს გავასამართლებთ, ეს იქნება ძალიან მძიმე შედეგი საქართველოსთვის - Palitra News

ხატია დეკანოიძე - კობახიძე რატომ საუბრობს პროკურატურაზე?! არ დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური მართლმსაჯულება - თუ ჩვენ მეორე პრეზიდენტს გავასამართლებთ, ეს იქნება ძალიან მძიმე შედეგი საქართველოსთვის

2023-10-19 12:08:48+04:00

პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ვერ შედგა. კენჭისყრის შედეგების შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე კვლავ რჩება. აღნიშნულ საკითხს როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. პრეზიდენტის წარმომადგენელი, თამარ ჩუგოშვილი „ქართული ოცნების“ მუქარაზეც საუბრობს და ამბობს, რომ გუშინ პარლამენტში სალომე ზურაბიშვილს სისხლის სამართლებრივი დევნით დაემუქრნენ.