თაივანსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა კვლავ დაიძაბა. თაივანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჩინეთის საჰაერო ძალების 13-მა თვითმფრინავმა მათი საჰაერო სივრცე დაარღვია და თაივანის თავდაცვის ზონაში უნებართვოდ შეიჭრა. მათივე ცნობით, ჩინეთის საჰაერო ძალები საბრძოლო ვერტმფრენებსა და დრონებს მოიცავდა. ჩინური მხარის ინფორმაციით, ისინი გეგმიურ საბრძლოლო წვრთნებს ატარებდნენ და თაივანის საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ.