ისრაელსა და ჰამასს შორის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. საომარ მოქედებებში ჩართულია რადიკალური დაჯგუფება „ჰეზბოლაც“, რომელიც ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის სამხედრო ობიექტებს ბომბავს. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰეზბოლას“ სამიზნეებს შორისაა სამხედრო სადამკვირვებლო პუნქტი, საიდანაც „როშ ჰანიკრას“ მიმართულებით მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა გაისროლეს. ისრაელის თავდაცვის ძალების განმარტებით, ისინი „ჰეზბოლას“ სამხედრო ობიექტებზე საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ. პალესტინური მხარის ინფორმაციით, გასულ ღამეს ღაზას სექტორში საავადმყოფოზე მოხმდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულტა რიცხვი 471-მდე გაიზარდა. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ეგვიპტემ, ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შესვლის მიზნით, რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნაზე თანხმობა განაცხადა. დახმარებას კოორდინაციას ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებები საერთაშორისო ჰუმანიტარულ ჯგუფებთან ერთად, გაერო-ს მეთვალყურეობის ქვეშ გაუწევენ. გარდა ამისა, ისრაელში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი გაემგზავრა. მედიის ცნობით, ის ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს და პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგს შეხვდება. მიმდინარე საბძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის მეთაური, ჰერცი ჰალევი აცხადებს, რომ "ჰამასის" წინააღმდეგ ომი ხანმოკლე არ იქნება.