პრეზიდენტის იმპიჩმენტის გარშემო მიმდინარე პროცესებს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ის წერს, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები ოლიგარქზე უფრო უფრო მდგრადი აღმოჩნდნენ. მისივე შეფასებით, იმპიჩმენტის პროცესით, საქართველოს რეპუტაციას ზიანი მიადგა. კრამონი აღნიშნავს, რომ საჭიროა “ყველამ ძალისხმევა გააორმაგოს, რათა ზიანი აღმოიფხვრას და დეკემბერში საქართველო ევროკავშირის კანდიდატი გახდეს. აღნიშნულ პროცესს ევროპარლამენტის სხვა დეპუტატებიც გამოეხმაურნენ. ევროპარლამენტარებმა ანა ფოტიგამ, რასა იუკნევიჩიენემ, ანდრიუს კუბილიუსმა და მირიამ ლექსმანმა წერილი გამოაქვეყნეს, რომელშიც აღნიშნეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებით კონსტიტუცია დაარღვია.