ამერიკელმა სამხედროებმა ერაყში, ალ-ასადის საჰაერო ბაზაზე, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები იმყოფებიან, თავდასხმა აღკვეთეს. როიტერის ინფორმაციით, დღეს, ერაყში აშშ-ის სამხედროებმა, ორი უპილოტო საფრენი აპარატი იქამდე გაანეიტრალეს, ვიდრე მათი გამოყენებით ალ-ასადის ბაზაზე შეტევას განახორციელებდნენ. გამოცემის წყაროებმა უარი განაცხადეს ეთქვათ, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო წარუმატებელი შეტევის უკან. ცნობილია, რომ ფაქტი მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც რეგიონში ისრაელ-„ჰამასის“ ომის შედეგად მომატებული დაძაბულობის გამო ვაშინგტონი გაძლიერებულ მზადყოფნაშია. ალ-ასადის საჰაერო ბაზაზე ინციდენტი ღაზაში საავადმყოფოს აფეთქებიდან რამდენიმე საათში მოხდა.