„ქართული ოცნება“, რომელიც მოვიდა პროტესტის ფონზე და დღეს ეშინია კარვის ან ნებისმიერი ინსტალაციის, პერეზიდენტის ვეტო ლოგიკური იყო“ - თეონა აქუბარდია - Palitra News

„ქართული ოცნება“, რომელიც მოვიდა პროტესტის ფონზე და დღეს ეშინია კარვის ან ნებისმიერი ინსტალაციის, პერეზიდენტის ვეტო ლოგიკური იყო“ - თეონა აქუბარდია

2023-10-18 20:14:21+04:00

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონს სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. ხელისუფლების ოპონენტები მმართველი გუნდის მხრიდან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მარტის აქციების შემდეგ ქართულ ოცნებას პროტესტის შიში აქვს. მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ კანონი რევოლუციური პროცესების ჩაშლას ისახავდა მიზნად, სალომე ზურაბიშვილმა კი ვეტოს უფლებით მხარი რევოლუციური პროცესების განვითარებას დაუჭირა.