მარნეულში, არასრულწლოვანმა გოგონამ იმშობიარა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი მე-8 კლასელია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას 16 წლის ასაკის მიუღწევლის სხეულში.