პოლიტიკური ჯგუფი „თავისუფლება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.
შესაბამისი განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური ჯგუფი „თავისუფლება“ სესიაზე განვითარებულ მოვლენებს დარბაზის გარედან დააკვირდება.
„რადგან, საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ ის, ვინც იმპიჩმენტს მხარს არ უჭერს დარბაზში დატოვოს პრეზიდენტი თავის ძველ მეგობრებთან, მან კი სხვა ფრაზა გამოიყენა, მაგრამ მე ასე გადმოვთარგმნი. რადგან პოლიტიკური ჯგუფი „თავისუფლება“ არ უჭერს მხარს იმპიჩმენტს, ამიტომ ჩვენ დავტოვებთ დარბაზს პროტესტის ნიშნად, ამ უსამართლო და უმართებულო პროცესის მიმართ და დარბაზში განვითარებულ მოვლენებს, დარბაზს გარედან მივადევნებთ თვალყურს,“ - განაცხადა ჩხეიძემ.